Warenkorb
0 Artikel
0,00 EUR

Aufgrund bekannt gewordener Vorwürfe gegen den Autor Erich Schmidt (publiziert unter Erich Schmidt-Schell) haben wir uns entschlossen, alle seine Werke aus dem Verkauf zu nehmen.

Kalender 2025 - Die zehn Gebote - Georgisch

Evangelistischer Verteilkalender 2025

Artikelnummer: 5539
Preis auf Spendenbasis
Stk.
Kalender 2025 - Die zehn Gebote - Georgisch
1


Beschreibung

ვირფასო მეგობარო, ალბათ უკვე არა ერთხელ გსმენია ათი მცნების შესახებ - იმ ცხოვრებისეული წესების შესახებ, რომლებიც უფალმა ღმერთმა გადასცა ისრაელიან ხალხს თავისი მსახურის მოსეს მეშვეობით სინაის მთაზე. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. იუდაიზმის, შემდეგ კი ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამ წესების შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ჩვენს დღეებში ათი მცნება, ანუ დეკალოგი, აღიქმება არა როგორც მხოლოდ იუდაისტური წესების კრებული, არამედ როგორც მთელი კაციობრიობის მორალური კოდექსის საფუძველი. ის ადამიანიც კი, ვინც თავს ათეისტს უწოდებს, იცნობს მათ უმრავლესობას. მრავალ ქვეყანაში მათგან ზოგიერთის დარღვევას მოსდევს არა მხოლოდ მორალური, არამედ იურიდიული პასუხისმგებლობაც. სამწუხაროდ, ღმერთისაგან მოცემული წესების ნაწილი ყურადღების გარეშე რჩება. სამყაროს შექმნისას, ღმერთმა დაადგინა ამ სამყაროს ფიზიკური კანონები, მაგალითად, მიზიდულობის, თერმოდინამიკის და სხვა კანონები. ისინი არანაირ ეჭვს არ იწვევს და არც მტკიცებულებებს მოითხოვს. ასეთივე უდავო სულიერი კანონები დააწესა ღმერთმა ადამიანის ურთიერთობისათვის თავის შემოქმედთან და თავის მოყვასთან. ამიტომაც ცხადია, რომ დამოკიდებულება ამ კანონების მიმართ ანალოგიური უნდა იყოს. ედემის ბაღში მცხოვრებ პირველ ადამიანებს მკაფიოდ ესმოდათ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათი ურთიერთობები ღმერთთან, ერთმანეთთან და გარემო სამყაროსთან. მიუხედავად ამისა, მათ დაარღვიეს ღმერთის კანონი, რამაც საფუძველი დაუდო ცოდვასა და ქაოსს. ღმერთი თავიდანვე კიცხავდა ცოდვის ყოველგვარ გამოვლინებას, თუმცა, ადამიანების სიყვარულის გამო მან მათ შესთავაზა იმ სიტუაციიდან გამოსავალი, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ თავისი ურჩობის გამო. სინაის მთაზე უფალმა ფორმალურად დაამტკიცა თავისი კანონი და ის ქვის დაფებზე დაწერა. ღმერთისგან მოცემული კანონები, დღესაც აქტუალურია, იმისდა მიუხედავად თუ რა შეიძლება თქვან მათთან დაკავშირებით ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანებმა. ისევე როგორც მატერიალური სამყაროს კანონებია აქტუალური, სანამ არსებობს ჩვენი პლანეტა, აქტუალურია ღმერთის კანონიც, სანამ ჩვენ ვცხოვრობთ ამ პლანეტაზე. 2025 წელს ჩვენ გთავაზობთ თანმიმდევრობით შეისწავლოთ ათივე მცნება. ისინი ღრმა აზრით არის სავსე და მოიცავს ღმერთთან და თავის მოყვასთან ადამიანის ურთიერთობის ყველა ასპექტს. 

კალენდარი მომზადებულია გერმანული ქრისტიანული მისიის ფრიდენსბოტეს (მშვიდობის მაცნე) მიერ და განკუთვნილია უფასო გავრცელებისთვის.


Verlag:
FriedensBote
Bindung:
Wiro-O-Bindung
Sprache:
Georgisch

Kontakt
Verlagsbuchhandlung FriedensBote
Volmestr. 51
D-58540 Meinerzhagen

E-Mail: shop@friedensbote.org
Spenden
Online über PayPal
Jetzt einfach, schnell und sicher online bezahlen – mit PayPal.

Spendenkonto Deutschland und EU-Länder:
Bank: Sparkasse Kierspe-Meinerzhagen
IBAN: DE78 4585 1665 0000 0643 03
BIC: WELADED1KMZ


Spendenkonto Schweiz:
PostFinance
IBAN: CH04 0900 0000 4054 9159 9
BIC: POFICHBEXXX
Missionswerk FriedensBote e.V.
D-Meinerzhagen
Vorschau